სიახლეები

14 სექტემბერი, 2015

თეა წულუკიანი: “საქართველოში მმართველობის გაუმჯობესებისთვის ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები "OGP"-ის ქვეყნებისთვის სამაგალითოა”

იუსტიციის მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციამ − „ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები“ − მუშაობა დღეს, 14 სექტემბერს, პარლამენტში დაიწყო. ღონისძიებაზე შეკრებილ უცხოელ და ქართველ დელეგატებს სხვა გამომსვლელებთან ერთად სიტყვით იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. 

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობას“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის ინიციატივით დაფუძნდა, საქართველო  ადრეულ ეტაპზევე შეუერთდა და დღეს საქართველოს მთავრობა მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია; მესამე სამოქმედო გეგმა კი 2016 წლის პირველ ნახევარში შემუშავდება. თეა წულუკიანმა იმ ეტაპზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების მიზნით გამოიარა, კერძოდ: შექმნა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მუდმივი დიალოგის მექანიზმი − „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმი, რომელიც დღეისათვის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მოდელად სახელდება; ფორუმის წევრი სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივად შეიმუშავებენ ღია მმართველობის გეგმას; ასევე, ერთობლივად ახორციელებენ მისი შესრულების მონიტორინგს და გეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს; შეიქმნა ღია მონაცემთა პორტალი; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის შენდება საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სოფლებში. სოფლის სახლები, სერვისების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ემსახურება საზოგადოების გააქტიურებას, კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართვას; ძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობები, ინერგება ელექტრონული მმართველობა.

იუსტიციის მინისტის განცხადებით,  მმართველობის გაუმჯობესებისთვის ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი შეფასება მისცეს პარტნიორმა ქვეყნებმა და 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონულ კონფერენციას, რომელიც „OGP“-ის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს − წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ისახავდა მიზნად.

„წარმატების მნიშვნელოვანი საზომია ჩვენი საზოგადოების შეფასება. სწორედ მათ მოსაზრებებს ეყრდნობა წელს პირველად გამოქვეყნებული „ღია მმართველობის ინდექსი“, რომლის მიხედვითაც, საქართველო გამოკითხულ 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ პოზიციას იკავებს“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების მასპინძლის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით განხორციელებული საქმიანობისათვის მოიპოვა.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...