სიახლეები

11 მაისი, 2019

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს

ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მმართველი კომიტეტის 2019 წლის არჩევნებში საქართველო მმართველო კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. ხმის მიცემის პროცესში პარტნიორობის 76 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა. კომიტეტის წევრად ასევე არჩეულ იქნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ინდონეზიის რესპუბლიკა. ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი ორგანო განახლებული შემადგენლობით მუშაობას 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შეუდგა.
საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს. 2016 წელს საქართველო კომიტეტის თავმჯდომარის - საფრანგეთის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული, 2017 წელს კი საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიცია ჩაიბარა.

OGP-ის მმართველი კომიტეტის ფუნქციებს შორისაა ღია მმართველობის პარტნიორობის მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, საქმიანობის დაგეგმვა და უზრუნველყოფა. მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში OGP-ის წევრი 11 ქვეყანა მონაწილეობს.

ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 80-მდე ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...