კამპანია Open Response + Open Recovery-ის ფარგლებში გზამკვლევი „ღია მმართველობა და კორონავირუსი“ შემუშავდა
OGP-ის საერთაშორისო სამდივნომ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული გლობალური პანდემიის საპასუხოდ წამოწყებული კამპანიის „OPEN RESPONSE + OPEN RECOVERY” ფარგლებში გზამკვლევი „ღია მმართველობა და კორონავირუსი“ შეიმუშავა.
სახელმძღვანელო ღია მმართველობის იმ პროექტებსა და მიდგომებს აერთიანებს, რაც შესაძლოა პარტნიორობის წევრ ქვეყნებს პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლაში დაეხმაროს. მასში წარმოდგენილია 350-ზე მეტი პრაქტიკული მაგალითი, რომელიც COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში წარმატებით დაინერგა სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეებისა თუ კერძო სექტორის მიერ.
გზამკვლევი განკუთვნილია ღია მმართველობის რეფორმატორებისთვის, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ იდეებს, მექანიზმებსა და რესურსებს, რომლებიც როგორც პანდემიურ, ასევე პოსტ-პანდემიურ პერიოდში კრიზისთან გამკლავებას შეუწყობს ხელს.
ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნომ კამპანია „OPEN RESPONSE + OPEN RECOVERY” გლობალური პანდემიის პერიოდში წამოიწყო. კამპანია მიზნად ისახავს ერთიანი პლატფორმის შექმნას, სადაც OGP-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს გაუზიარებენ პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მაგალითებს, მექანიზმებსა და რესურსებს, რაც პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ინკლუზიურობასა და ანგარიშვალდებულებას.
+1
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
+4
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
+2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...